"ვინ უნდა იმუშაოს იმ ქარხნებში, ჩინეთიდან რომ უნდა გადმოიტანონ... 30 ლარს ვთავაზობთ დღეში და ვერ ვშოულობთ ადამიანს"
ბოტანიკოსი, მებაღე-ბიზნესმენი, გარდენია შევარდნაძის მეპატრონე ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ერთი პატარა ამბავი მინდა გაგიზიაროთ და თუ რამე მეშლება ნუ დამზოგავთ, გამაკრიტიკეთ.. ბექა ოსიშვილი დაარსების დღიდან გარდენიაში მუშაობს, რა თქმა უნდა, ყველა ოჯახის წევრს ვიცნობ, ვახლობლობ მათთან, მათ ნათესავებთან და იმათ ნათესავებთანაც კი... ლამისყანიდან არიან... ახლა საქმე რომ წახდა გადავწყვიტეთ სოფელში არ დავტოვოთ ჯონჯოლი მოსაკრეფი, კარგი მარინადი დავამზადოთ და შევთავაზოთ მსურველებს ქილებით, ჯანმრთელი, ჯანსაღი, ქართული მწნილი. მოვიმარაგეთ ჭურჭელი, მარილი... აღმოჩნდა, რომ ვერ ვშოულობთ ადამიანებს, რომლებიც ჯონჯოლის ყვავილის კრეფაში დაგვეხმარება, 30 ლარს თავაზობდა ბექა დღეში... ახლა მე ვკითხულობ, ვინ უნდა იმუშაოს იმ ქარნებში ჩინეთიდან, რომ უნდა გადმოიტანონ და დიდი დავიდარაბის მერე ააგებენ (თუ ააგებენ) საქართველოში? და სანამ ააგებენ ჯონჯოლი, რომ მოვკრიფოთ ამით რამე დაგვიშავდება, დაგვაკლდება? ვერ ვიგებ, ეგებ თქვენ გქონდეთ პასუხი..." - წერს შევარდნაძე.