საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 149 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 485-ს შეადგენს. ვირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 4 833 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 571 პირი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სტატისტიკაც არის ასახული, რომელიც ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა და გამოჯანმრთელებულთა მონაცემებს ასახავს.