"სამწუხაროა, რომ ექიმები იჭრებიან პოლიტიკაში და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ"
"ქართულ ოცნებას" სურს, რომ სტატისტიკით მანიპულაცია მოახდინოს და სწრაფ ტესტირებას ამიტომ არ აკეთებს"
"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოში მასიური, საყოველთაო ტესტირება გამიზნულად არ ტარდება და მმართველი გუნდის ერთადერთი ამოცანა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ქულების ჩაწერა წარმოადგენს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ახალი საქართველოდან" აცნობეს.
ვაშაძის თქმით, ხელისუფლებას სურს ციფრები შეინარჩუნოს, რომ მერე ილაპარაკოს, თუ როგორ კარგად ებრძოლა კორონავირუსს. ამასთან, მისივე თქმით, ასევე ხელისუფლების ამოცანა ზედამხედველობის ფუნქციის შენარჩუნებაა.
ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ ექიმები იჭრებიან პოლიტიკაში და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც უკან "ქართული ოცნება" ეფარება.
"ის, რომ საქართველოში არ ხდება მასიური, საყოველთაო ტესტირება ეს მიზანმიმართულად, გამიზნულად ხდება და ამას აქვს კონკრეტული მიზეზი. პირველი - ფიქრობენ, ციფრებს შეინარჩუნებენ, რათა მერე ისაუბრონ, რომ კარგად ებრძოლენ კორონავირუსს და მეორე - ზედამხედველის ფუნქცია, რომელიც გაუტკბა "ქართულ ოცნებას" და უნდა, რომ მაქსიმალურად გაწელოს.
სამწუხაროა, რომ ექიმები იჭრებიან პოლიტიკაში და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ - ეს ძალიან ცუდია და ამ პოლიტიკურ განცხადებებს უკან ეფარება "ქართული ოცნება" ეს კიდევ უფრო ცუდია. ბოლო დღეებში გამოჩნდა და ბოლომდე ფარდა აეხადა, თუ რას თაღლითობს "ქართული ოცნება". ერთადერთი მათი ამოცანა არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მაინც ჩაიწერონ ქულები. მათ უნდათ, რომ სტატისტიკით მანიპულაცია მოახდინონ და ამიტომ არ აკეთებენ სწრაფ ტესტირებას, რათა სწრაფად დადგინდეს , ვინ არის ინფიცირებული, გავრცელების არეალი შეიზღუდოს და სტატისტიკას ამოეფარონ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
იხილეთ ასევე: "გახარია, ნუ დაიბრალებ გუშინდელ დღეს! თქვენს უპასუხისმგებლობას საზღვარი არ აქვს!"