"ციხიდან რომ გამოვედი, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკე, ლევან ბერძენიშვილი იყო. მანაც მაპატია და..." - კვირის პალიტრა

"ციხიდან რომ გამოვედი, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკე, ლევან ბერძენიშვილი იყო. მანაც მაპატია და..."

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა "მთავარი არხის" ეთერში მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ერთ-ერთი საკითხის განხილვისას კი განაცხადა, რომ ციხიდან გამოსულმა ლევან ბერძენიშვილს დაურეკა. კითხვას, თვლის თუ არა საკუთარ ცოდვად, 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებისას ლევან ბერძენიშვილის ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებას, ასე უპასუხა:

"ციხიდან რომ გამოვედი, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დავურეკე, ლევან ბერძენიშვილი იყო . მასთან საუბარი მინდოდა. მას დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი, რომ ის იყო პოლიტპატიმარი. ასე ვთქვათ, ახალმა პოლიტპატიმარმა, დავურეკე ძველ პოლიტპატიმარს, გავცვალეთ აზრები და ძალიან გამიხარდა, რომ ერთმანეთს გავუგეთ. მანაც მაპატია, ის რაც უნდა ეპატიებია და მეც ვაპატიე, იმიტომ, რომ პოლიტპატიმარი მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს გავხდი".

იხილეთ ასევე: "მარინა ეზუგბაიას წამოცდენამ ცხადი გახადა, რომ "ქართული ოცნება" კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას მალავს"