"ეს ჩვენ სრულიად არ გვამართლებს" - რა განაცხადა მერაბიშვილმა ციხის ცნობილ კადრებზე?
ვანო მერაბიშვლმა "მთავარი არხის" გადაცემა "მთავარ აქცენტებში" ნიკა გვარამიასთან 2012 წელს გავრცელებულ ციხის კადრებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს სერიოზული პრობლემა იყო.
"ამ კადრებში რა იყო რეალური და რა დადგმული მიხვდა ნებისმიერი საღად მოაზროვნე. ერთი ნაწილი, რომელიც არის საკნებში, ეს იყო დადგმული და მეორე ნაწილი, რომელიც იყო ე.წ. კარანტინის დაშლა, ეს კადრი არ იყო დადგმული. ამ არადადგმულმა კადრებმა დამაჯერებლობა შესძინა დადგმულ კადრებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ჩვენ სრულიად არ გვამართლებს", - განაცხადა მან. მისი თქმით, ნებისნიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ და ეს ვიღაც ადამიანმაგადაიღოს. "მაგალითად, ერაყში, ამერიკულ ციხეში მოხდა, სადაც ადამიანებს აწამებდნენ, რაც შემდეგ გამოქვეყნდა..." - განაცხადა მერაბიშვილმა