"შევარდნაძემ ერთი საათი "ტვინი მიბურღა", - საქართველოში გვჭირდები და უნდა ჩამოხვიდეო..." - კვირის პალიტრა

"შევარდნაძემ ერთი საათი "ტვინი მიბურღა", - საქართველოში გვჭირდები და უნდა ჩამოხვიდეო..."

თემურ მამაცაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა უცხოეთში. მოსკოვში საგარეო ვაჭრობის საკავშირო აკადემიის დამთავრების შემდეგ, როგორც ამბობენ, გზა ჰქონდა გახსნილი საზღვარგარეთ სამუშაოდ. მისი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ის პერიოდი, როცა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას ასრულებდა. ბატონი თემური იხსნებეს ედუარდ შევარდნაძესთან პირველი შეხვედრის და შემდგომ ელჩად დანიშვნის ამბავს.

შეხვედრა შევარდნაძესთან

- "ლიცენზინტორგის" წარმომადგენლად იაპონიაში მიმავლინეს. ეს ის პერიოდია, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და ჩვენ უკვე რუსეთის ორგანიზაციებში ვმუშაობდით - ჩემი მეუღლე ირინა არხანგელსკაია საელჩოში ექიმად და მე - სავაჭრო წარმომადგენლობაში. 1992 წლის მარტში შევარდნაძე საქართველოში ჩამოვიდა. იმავე თვეს, იაპონიაში მირეკავს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე გურამ ახვ-ლედიანი და მთხოვს თბილისში ჩამოსვლას, - ბატონ ედუარდს შენთან შეხ-ვედრა და დალაპარაკება უნდაო. მერე თითქმის ყოველდღე მირეკავდა, - არ მოდიხარო? მოსკოვში ჩემს პრეზიდენტს დავუკავშირდი: იგორ, შევარდნაძეს ჩემი ნახვა უნდა და რას მირჩევ-მეთქი? - როცა ასეთ კაცს უნდა შენთან შეხ-ვედრა, უარს ვერ ეტყვიო. ასე კაცურად მითხრა და მივლინებით მოსკოვში გამომიძახა. მოსკოვიდან თბილისში ჩამოვედი და შევარდნაძესთან მივედი. ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო. ერთი საათი "ტვინი მიბურღა". - ბატონო ედუარდ, როგორ ჩამოვიდე, ვმუშაობ და ოჯახიც იქ მყავს. თქვენ ხომ მაინც გჭირდებათ ყველა ქვეყანაში წარმომადგენელი ან საელჩო, მე ვიქნები თქვენთვის წარმომადგენელი ხელფასის გარეშე, რასაც დამავალებთ, ყველაფერს გავაკეთებ, ამის საშუალება მაქვს-მეთქი. იმ დროს ხელფასი დაახლოებით 3.000 დოლარი მქონდა. - არა, შენ აქ გვჭირდები და უნდა ჩამოხვიდეო. ერთი სიტყვით, დამითანხმა. 2 აპრილს თბილისში ჩამოვედი და 9 აპრილს მინისტრად დამნიშნა. საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვიყავი, მაგრამ მინისტრი მერქვა. სასაცილო ის იყო, რომ მთავრობაში მხოლოდ მინისტრები შედიოდნენ, კომიტეტის თავმჯდომარე კი - არა. ე.ი. ჩემი თავმჯდომარე სოსო ცისკარიშვილი არ იყო მთავრობის წევრი, მე - მისი მოადგილე კი ვიყავი. თბილისში ვმუშაობ და იაპონიის სამსახურიდან მივლინებაში ვარ. ერთდროულად თბილისში და იაპონიაში ხელფასი მაქვს, მოსკოვშიც მანეთები მერიცხებოდა - ასე სამი თვე გაგრძელდა. სულ მალე კუპონებზე გადავედით და ჩემი ხელფასი დოლარნახევარი გახდა. ოჯახიც ჩამოვიყვანე თბილისში, სადაც არც ბინა მაქვს, არც ხელფასი და წელიწადნახევრის შემდეგ კი უმუშევარი დავრჩი. ახალ მთავრობაში აღარ შემიყვანეს. სასწაული გამიკეთეს, იაპონიაში სამსახური დამაკარგვინეს! სამი თვე სახლში ვიჯექი, წყნეთის კოტეჯში ვცხოვრობდი, რომელიც მინისტრობის დროს მომცეს. შევარდნაძეს განცხადება დავუწერე, რომ ამ კოტეჯის პრივატიზაციის უფლება მაინც მოეცათ, რაც წლების მერე, ინგლისში ელჩი რომ ვიყავი, მაშინ დააკმაყოფილეს. დეკემბრის თვეა და გადავწყვიტე, მოსკოვში წავიდე, რადგან აქ არავითარი შანსი აღარ არსებობს, იქ კი ისეთი ურთიერთობები მქონდა, სამსახურში აუცილებლად ამიყვანდნენ. მოულოდნელად მირეკავენ, შევარდნაძე გეძებსო. რა უნდა მექნა? მივედი, დასაკარგი არაფერი მქონდა, საშინლად ნაწყენი ვიყავი. რას აპირებო? - მკითხა. - მოსკოვში მივდივარ-მეთქი. - მოდი, ჩემი მრჩეველი გახდიო. - ბატონო ედუარდ, თქვენ რა უნდა გირჩიოთ?.. უამრავი რამ შემომთავაზა, ყველაფერზე უარი ვუთხარი, რადგან ნაწყენი ვიყავი. ის კი მოთმინებით და მშვიდად მელაპარაკებოდა. ალბათ, ერთ საათს ვისაუბრეთ. ბოლოს მითხრა: წადი თემურ, მოიფიქრე და ერთ კვირაში მოდიო. ერთი თვის მერე მივედი, ჩემებიც შემიჩნდნენ და ინგლისში ელჩობაზე ასე დამი-თანხმე. იხილეთ სრულად