"დედ ჰასანის" ჩარევის შემდეგ ჩემზე ზეწოლა მომენტალურად დასრულდა" - როგორ ერეოდნენ "კანონერი ქურდები" საბჭოთა სპორტში?
"სპარტაკის" ყოფილმა თავდამსხმელმა ალექსანდრ კოზლოვმა "championat"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა, თუ როგორ დაეხმარა პოსტსაბჭოური სივრცის კრიმინალური სამყაროს უპირველესი ავტორიტეტი, თბილისში დაბადებული "დედ ჰასანი" - იგივე ასლან უსოიანი. გთავაზობთ ამონარიდს ინტრევიუდან:
- ამბობენ, რომ "იაპონჩიკს" (კრიმინალური ავტორიტეტი ვიაჩესლავ ივანკოვი) იცნობდი.
- პირადად არ ვიცნობდი. "დედ ჰასანს" ვიცნობდი. ერთხელ შევხვდით ერთმანეთს. შეხვედრა ხანმოკლე იყო. ერთი საფეხბურთო თემა მოხდა. ლაპარაკი იყო, რომ მე ცსკა-ში უნდა გადავსულიყავი და აი, ხალხი საკითხს წყვეტდა.
- შენ "სპარტაკის" შემადგენლობაში მყარად იყავი?
- არა მგონია, მაგრამ ცსკა-ს ჩემდამი ინტერესი არსებობდა. ამბობდნენ, რომ შესაძლებლობა იყო. თუმცა, იმ მომენტში "სპარტაკში" ყველაფერი მაწყობდა.
- და რა შუაში იყო "დედ ჰასანი"?
- მან აზრი მკითხა, მე თვითონ რა მინდოდა. მეტი არაფერი. უბრალოდ რთული სიტუაცია იყო. ჩემზე ზეგავლენას ახდენდნენ. არ მინდოდა ჩემს მაგივრად ყველაფერი სხვებს გადაეწყვიტათ.
- რა ხალხი იყო?
- უკვე არ მახსოვს. სერიოზული ხალხი იყო.
- და მთავარმა "კანონიერმა ქურდმა" მოგისმინა?
- დიახ, ახლა ამაში რა არის დასამალი. 1992 წელს რომელიღაც ტურნირიდან დავბრუნდით. 4 თუ 5 გოლი გავიტანე. "დედ ჰასანს" ძალიან გაუხარდა. ის ფეხბურთს თვალს ადევნებდა, ახალგაზრდა მოთამაშეებს. (გაგრძელება)