"მთელი ქვეყნის მოსახლეობას მინდა ვუთხრა..." - რას ურჩევს ლევან რატიანი მოქალაქეებს? - კვირის პალიტრა

"მთელი ქვეყნის მოსახლეობას მინდა ვუთხრა..." - რას ურჩევს ლევან რატიანი მოქალაქეებს?

მე არ ვარ ეპიდემიოლოგი, მე ვარ მკურნალი ექიმი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში,- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ პირველ რიგში ტესტირება მოწყვლად ჯგუფებს სჭირდებათ. ის მოსახლეობას მოუწოდებს, არ მოექცეს "სოციალური ტერორის ომში, რომელიც ახასიათებს კორონავირუსს".

"კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ჩვენი მუშაობის შედეგები, რომელიც არც თუ ისე ცუდია, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი წამრატებული ქვეყანა ვართ კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით. პროტოკოლი, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, სწორედ აისახება იმაზე, რომ ჩვენს მიერ გამოჯანმრთელებული პაციენტები უფრო მეტია, ვიდრე გართულებული შემთხვევები. მთელი ქვეყნის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ მთავარია არ მოვექცეთ იმ სოციალური ტერორის ომში, რომელიც ახასიათებს კორონავირუსს, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, რომ თუ დაგჭირდათ ჩვენი გვერდში დგომა, მკურნალობა, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ,"- განაცხადა რატიანმა.