"ცოლს აღმერთებდა..." - სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი დაკავების ფაქტზე რა კომენტარს აკეთებს ეკა ყურშიტაშვილი - კვირის პალიტრა

"ცოლს აღმერთებდა..." - სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი დაკავების ფაქტზე რა კომენტარს აკეთებს ეკა ყურშიტაშვილი

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან მეუღლეს ცეცლხსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა ქალი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ცინარიძის დაკითხვა ამ წუთებში ქალაქის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, საზოგადოებამ ცინარიძის სახელი და გვარი პირველად 2015 წლის დასაწყისში გაიგო, როცა საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემად ვინმე ეკა ყურშიტაშვილი იქცა.

ვიდეოჩანაწერში, რომლიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა ჩანს, რომ ნასვამ ქალს აჩერებს პატრული, ხოლო ქალბატონი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, შემდეგ ურეკავს საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს (დავით ცინარიძეს) და ამ პატრულებისთვის "ჭკუის სწავლებას" სთხოვს.

აქვს თუ არა ამჟამდ ურთიერთობა ეკა ყურშიტაშვილს დავით ცინარიძესთან და რა ინფორმაციას ფლობს მომხდარზე, AMBEBI.GE ყურშიტაშვილს დაუკავშირდა:

- ამ წუთას გავიგე სოციალური ქსელის საშუალებით, რომ დავით ცინარიძე დააკავეს. მე მასთან წლებია აღარ მქონია შეხება, მას შემდეგ, რაც ტელევიზიით ცნობილ ვიდეოზე, რომელიც ჩემი მონაწილეობით გავრცელდა კომენტარი გავაკეთე.

- იმ ვიდეოთი მარტო შენ კი არ გახდი პოპულარული, არამედ დავით ცინარიძეც...

- მაგ ვიდეოთი გახდა პოპულარული, თორემ მანამდე ვინ იცნობდა (იცინის). გულახდილობის დროა უკვე, წლების მანძილზე არ გამიკეთებია კომენტარი დათოსთან დაკავშირებით, მაგრამ მე მგონია, რომ ეგ პიროვნება ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს, რა მოხდა მის ოჯახში არ ვიცი.

- ცოლს ესროლა იარაღი...

- წარმოუდგენელია, მე როგორც ვიცი, მის ცოლს აღმერთებდა ყოველთვის. მისი მეგობრებიც ამას უსვამდნენ ხაზს, მაგრამ ალბათ ამ კარანტინში კარგად გაიცნეს ერთმანეთი და გადაწყვიტეს აღარ გვინდა ერთად ყოფნაო. მე კარანტინს ვაბრალებ. იხილეთ სრულად