"ყოველი დღე შენით იწყება და შენით მთავრდება" - რას წერს ნინი გოგოჩაიშვილი გარდაცვლილ მამაზე - კვირის პალიტრა

"ყოველი დღე შენით იწყება და შენით მთავრდება" - რას წერს ნინი გოგოჩაიშვილი გარდაცვლილ მამაზე

"მის საქართველოს" ტიტულის მფლობელი, მოდელი და ტელეწამყვანი ნინი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში, გარდაცვლილ მამას დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს:

"მა, ჩემო სიცოცხლე და სიყვარულო გილოცავ !ყოველი დღე შენით იწყება და შენით მთავრდება, გგრძნობ ყველგან და ყველაფერში, გელაპარაკები მუდმივად და ვიცი გესმის. რა მაგარია, რომ დაიბადე და ცხოვრებამ უდიდესი საჩუქარი გამიკეთა, შენი სახით საუკეთესო მეგობარი, მამა და რაც მთავარია ადამიანი ! მიყვარხარ უსასრულოდ, იმაზე მეტად ვიდრე გული დაიტევს!მენატერები, მა..." - წერს ნინი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში

ინფორმაციისთვის, ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი  51 წლის ასაკში 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა. მსახიობს დღეს 52 წელი შეუსრულდებოდა. ბოლო წლების განმავლობაში გიორგი გოგიჩაიშვილს მძიმე სენთან ბრძოლა უწევდა. მას მოულოდნელად სიმსივნე აღმოუჩინეს, რის გამოც ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაიტარა.

წყარო