ვინ არის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი მეუღლე, რომელსაც ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა - კვირის პალიტრა

ვინ არის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი მეუღლე, რომელსაც ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან მეუღლეს ცეცხლასროლი იარაღიდან ესროლა. დავით ცინარიძის ცოლი მანანა ბოლოთაშვილია. მათ ოჯახი 15 წლის წინ შექმნეს. წყვილს 3 შვილი ჰყავს.

ცნობისთვის, საზოგადოებამ ცინარიძის სახელი და გვარი პირველად 2015 წლის დასაწყისში გაიგო, როცა საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემად ვინმე ეკა ყურშიტაშვილი იქცა. ვიდეოჩანაწერში, რომლიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა ჩანს, რომ ნასვამ ქალს აჩერებს პატრული, ხოლო ქალბატონი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, შემდეგ ურეკავს საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს (დავით ცინარიძეს) და ამ პატრულებისთვის "ჭკუის სწავლებას" სთხოვს.

მაშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეკა ყურშიტაშვილს არაერთხელ გაუკეთებია მსგავსი რამ და მაღალჩიოსანიც ყოველთვის მხსნელად ევლინებოდა. კულუარული ინფორმაციით, პატრულის ეკიპაჟები ერიდებოდნენ კიდეც მისი მანქანის გაჩერებას, რომელსაც უკვე ცნობდნენ. საბოლოოდ, ეს ინციდენტი იმით დასრულდა, რომ დავით ცინარიძემ თანამდებობა დატოვა, ხოლო ყველასთვის უცნობი ქალი მედიაში პოპულარობის პიკზე იყო.

5 წლის წინ ეკა ყურშიტაშვილთან დაკავშირებული სკანდალური ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, მანანა ბოლოთაშვილი მეუღლეს ბოლომდე დაუდგა გვერდით: "მილიონში ერთადერთი და განუმეორებელი ხარ, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა", - წერდა მაშინ დავით ცინარიძის მეუღლე.წყარო

იხილეთ ასევე: "ცოლს აღმერთებდა..." - საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დაკავების ფაქტზე რა კომენტარს აკეთებს ეკა ყურშიტაშვილი