დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მის საცოლეს ვაჟი შეეძინათ - კვირის პალიტრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მის საცოლეს ვაჟი შეეძინათ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მის საცოლეს, კერი საიმონდს ვაჟი შეეძინათ. ამის შესახებ BBC წერს. პრემიერისა და მისი საცოლის წარმომადგენელი ამბობს, რომ დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.

მისივე ცნობით, ბავშვი დღეს დილით ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში გაჩნდა და ის ჯანმრთელი ბიჭია.

"პრემიერ მინისტრსა და ქალბატონ საიმონდს სურთ მადლობა გადაუხადონ ჯანდაცვის ეროვნული სერვისის ექიმთა გუნდს" - ამბობს ჯონსონის წარმომადგენელი.

BBC-ის ცნობით, 55 წლის ბორის ჯონსონმა და 32 წლის საიმონდსმა მარტის დასაწყისში განაცხადეს, რომ ბავშვს ელოდებოდნენ. წყვილი გასული წლის ზაფხულში დაინიშნა. როგორც გამოცემა წერს, ჯონსონი და საიმონდსი პირველი დაუქორწინებელი წყვილია, რომელიც დაუნინგ სტრიტზე საცხოვრებლად გადავიდა. (ეს არის ისტორიული ქუჩა ლონდონში, სადაც მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ცხოვრობენ). გაგრძელება