საქართველოში მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, 17:18 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ქედასთან 6კმ-ში, სოფელი ქოქოლეთიდან 2 კმ-ში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,9 მაგნიტუდა შეადგინა.