"რემდესივირის“ საერთაშორისო გამოცდას კარგი ამბები მოჰყვა" - რას აცახდებს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი
ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, დოქტორმა ენტონი ფაუჩმა განაცხადა, რომ "რემდესივირის“ საერთაშორისო გამოცდას კარგი ამბები მოჰყვა, წამალმა დაადასტურა, რომ ვირუსის ბლოკირება შეუძლია.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, შესაბამისი განცხადება თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას გააკეთა. როგორც ექიმმა ფაუჩიმ აღნიშნა, მედიკამენტის საერთაშორისო გამოცდას "საკმაოდ კარგი ამბები” მოჰყვა.
"მან დაადასტურა, რომ წამალს შეუძლია ვირუსის ბლოკირება”, - განაცხადა ფაუჩიმ და "რემდესივირის“ გამოცდის შედეგებს "ძალიან ოპტიმისტური“ უწოდა.
კერძოდ, მისი ინფორმაციით, პრეპარატმა შეამცირა ვირუსის სიმპტომების ხანგრძლივობის პერიოდი, ასევე მცირედით შემცირდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. თუმცა ფაუჩის თქმით, სიკვდილიანობის შემცირების ტენდენცია სტატისტიკურად ძალიან დიდი არ ყოფილა, ამიტომ შედეგები დამატებით ანალიზს საჭიროებს.
"ეიბისი ნიუსის" ცნობით, პრეპარატის გამოცდა 22 ქვეყანაში მიმდინარეობდა და მასში 1 063 პაციენტი მონაწილეობდა. მედიკამენტი კომპანია "გილიადის" მიერ არის შემუშავებული.