"ახლა ჯანმო არ იტყვის კახური ღვინო შველისო, მაგრამ..." - როგორ ხნის მსახიობი იმას, რომ კახეთში კორონავირუსი არ გამოვლენილა
მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 517-ს შეადგენს, კახეთი ისევ მწვანე ზონად რჩება.
რეგიონში ვირუსის ჯერჯერობით არცერთი შემთხვევაა არ დაფიქსირებულა და სწორედ ამაზე ხუმრობენ კახელები, რომ ღვინის მადლი იცავს. ნახევრად ხუმრობით იგივე აზრზეა რუსთაველის თეატრის მსახიობი და თელავის თეატრის დირექტორი პაატა გულიაშვილი:
- იზოლაციის პერიოდს თბილისში ვატარებ, თელავში ვერ წავედი, რადგან თეატრები დაკეტილია. ორი შვილი მყავს, ბიჭები, 12 და 14 წლის, უკვე დიდები არიან და ამჯერად გადავწყვიტეთ ოჯახი ერთად ვყოფილიყავით და არც ბავშვები გავუშვით. საბედნიეროდ, დიდები არიან და ადვილად ჩერდებიან სახლში, ხვდებიან, რომ საშიშია.
- კახეთში კორონავირუსის არცერთი ფაქტი არ ყოფილა, როგორ ხსნიან ამას თელაველები?
- მეგობრები მირეკავენ ხოლმე და ვხუმრობთ, მგონი მართლა ღვინის მადლი გვშველის, სხვანაირად წარმოუდგენელია. თან აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც, რომ წესებსაც იცავენ კახელები. სხვათაშორის ჯერ კიდევ იანვარში, როდესაც ახალი გავრცელებული იყო ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ თელავის თეატრში დეზინფექცია ჩავატარეთ, თუმცა გადავდეთ ახალი სპექტაკლის პრემიერა და ასევე გადაიდო გასტროლები, რომელიც ახლა, ივნისში უნდა გვქონოდა უკრაინაში საკმაოდ ცნობილ ფესტივალზე. დაგვიკავშირდნენ, რომ ჩანაწერის სახით მოხდეს სპექტაკლების ჩვენება, ხომ იცით, ახლა მთელი მსფოლიო უკვე ონლაინურთიერთობებზეა გადასული.
- სახლში ყოფნისას რა აღმოჩენები გააკეთე?
- მანამდე ოჯახის წევრებს დილას და გვიან ღამე ვხედავდი, მგონი მართლა ახლა გავიცანით ხალხმა ერთმანეთი. ჩემი მეუღლე თურმე ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებს. კარანტინი რომ დამთავრდება, მერე თავს ვერ გაიმართლებს, რომ რაღაც არ გამოსდის (იცინის). ასევე სენტიმენტალური გავხდი, ადრე ადამიანების ნახვა თუ გადამიდია დიდი ხნით, ახლა ყველა მენატრება. თან ხომ იცით, ალბათ გვარიდან გამომდინარეცაა, გულიანი ვარ. ცოლ-ქმარს შორის, შვილებსა და მშობლებს შორის, ნათესავებს შორის, მართლა შეიცვალა ურთიერთობები, მგონი მოგვენატრება მერე ასეთი დრო. იხილეთ სრულად