"ავლიპ ზურაბიშვილს რომ ეუბნება პაციენტი..." - რა ანეკდოტს მოჰყვა თენგიზ ცერცვაძე პირდაპირ ეთერში
თენგიზ ცერცვაძემ "ტვ პირველის" გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას ცნობილი ფსიქიატრის ავლიპ ზურაბიშვილის შესახებ ანეკდოტი მოჰყვა:
- რატომ ვერ დაეწია მეცნიერება ამ ვირუსს, კრიზისშია მეცნიერება? - მეცნიერება კრიზისში არ არის. მეცნიერება თავის სიმაღლეზეა. მეცნიერება დღეს ბევრ ისეთ რამეს აკეთებს, რაც ადრე ფანტაზიის სფეროს მიეკუთვნებოდა. ცნობილი სახალისო ამბავია, ცნობილი ფსიქიატრი ავლიპი ზურაბიშვილი ეკითხება პაციენტს რაღაცას და ის ეუბნება, რომ ტელეფონით საუბარი შესაძლებელი იქნება ტელეფონის ხაზის გარეშე, ტელევიზორის ჩამოკიდება შესაძლებელი იქნება ვთქვათ, კედელზე. მოკლედ, ეუბნება ისეთ რამეს, რაც დღეს უკვე რეალობაა და მაშინ იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ ბატონი ავლიპი აძლევს მითითებას ასისტენტს: წაიყვანეთ ეს პროგრესული ახალგაზრდა და მოათავსეთ ისააკ ნიუტონის პალატაშიო.
ანუ, სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ, რაც ფანტასტიკის სფეროში გვეჩვენებოდა, ის დღეს რეალობაა, განსაკუთრებით ამ ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ