ხალხის რჩეული ტოპ 5 წიგნი, რომელიც "კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა, ცნობილია - ხმის მიცემა გრძელდება
გამოკითხვაში, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L-მა“ რამდენიმე დღის წინ დაიწყო, უკვე 10 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო.
გამომცემლობამ გადაწყვიტა, ამჯერად, პრესასთან ერთად, სპეციალურ ფასად გახადოს ხელმისაწვდომი ბოლო წლების ბესტსელერები - წიგნები, რომლებიც, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებს პოპულარობას; მკითხველს კი, მისცა შესაძლებლობა, თავად აირჩიოს სასურველი ლიტერატურა.
გამოკითხვის შედეგები, ამჟამინდელი მონაცემებით, ასეთია:
- ელიფ შაფაქის "სიყვარულის ორმოცი წესი“;
- ჯერომ სელინჯერის "თამაში ჭვავის ყანაში“;
- აგათა კრისტის "მკვლელობა ანბანის მიხედვით“;
- სუადი "ცოცხლად დამწვარი“;
- ჯეინ ოსტინის "გონება და გრძნობა“.
ხმის მიცემა გრძელდება. მკითხვეს შეუძლია აირჩიოს ის წიგნები, რომელთა შეძენასაც, ხელმისაწვდომ ფასად ისურვებს. ხმის მიცემით შერჩეული წიგნები, 4 მაისიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება.