"და რა? მე რა გავაკეთო? მე მესია მქვია, მაგრამ სასწაულებს ვერ ვახდენ" - რას ამბობს ბრაზილიის პრეზიდენტი ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ზრდაზე? - კვირის პალიტრა

"და რა? მე რა გავაკეთო? მე მესია მქვია, მაგრამ სასწაულებს ვერ ვახდენ" - რას ამბობს ბრაზილიის პრეზიდენტი ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ზრდაზე?

ბრაზილიაში ოთხშაბათს კორონავირუსის რეკორდული რაოდენობის ახალი შემთხვევები გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 79 500-ს გადააჭარბა. რაც შეეხება ვირუსით დაღუპულებს, კორონავირუსს ქვეყანაში 5000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აღნიშულ საკითხზე ჟურნალისტებმა კომენტარი პრეზიდენტ, ჟაირ ბოლსონაროს სთხოვეს, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა: "და რა? რა გავაკეთო? მეც ვგლობობ. მე მესია მქვია, მაგრამ სასწაულებს ვერ ვახდენ",-აღნიშნა ბოლსონარომ.

ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტმა კორონავირუსის გამო მიღებული ზომები არაერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, კორონავირუსი "მედიის ტრიუკია" და მედია ცდილობს მოატყუოს ლათინო ამერიკელები პანდემიის შესახებ. ბოლსონაროს განცხადებითვე, ზოგიერთი ქალაქის და რეგიონული მთავრობის მიერ მიღებული ზომები ისტერიაა და კორონავირუსი უბრალოდ "პატარა გრიპია".

"ინტერპრესნიუსი"