"სააკაშვილს ვიცე-პრემიერობისთვის ხმები არ ჰყოფნის" - მას უკრაინაში ახალი თანამდებობა გამოუძებნეს? - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს ვიცე-პრემიერობისთვის ხმები არ ჰყოფნის" - მას უკრაინაში ახალი თანამდებობა გამოუძებნეს?

საქართთველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომლის დანიშვნაც უკრაინის ვიცე-პრემიერად იგეგმებოდა, სხვა თანამდებობას მიიღებს, - განაცხადა ვერხოვნა რადას პროსაპრეზიდენტო ფრაქციის "ხალხის მსახურის" ("სლუგა ნაროდა") ხელმძღვანელმა დავით არახამიამ. დავით არახამია

"მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას დასამტკიცებლად ხმები არ ჰყოფნის. ის ბოლო დღეების განმავლობაში ხანგრძლივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა პრეზიდენტთან, რომლის შედეგად მათ თანამშრომლობის სხვა ფორმატი მონახეს. ის სწორედ ამ ფორმატში გააგრძელებს მუშაობას. ეს ახალი თანამდებობაა, მე არ შემიძლია მისი დასახელება, რადგან ეს პრეზიდენტის ინიციატივას წარმოადგენს. მოდით, ინტრიგად დავტოვოთ", - თქვა დავით არახამიამ ბრიფინგზე, რომლის ტრანსლირებას ტელეარხი "უკრაინა-112" აწარმოებდა.

ფრაქციის ლიდერმა უარი განაცხადა დაეზუსტებინა, თუ კონკრეტულად სად იმუშავებს მიხეილ სააკაშვილი. დავით არახამიამ მხოლოდ ის თქვა, რომ ამის შესახებ, ალბათ, დღესვე გახდება ცნობილი. წყარო

იხილეთ ასევე: "სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებისთვის იმ მძიმე ჩემოდნად იქცა, რომელსაც სატარებლად სახელური არ აქვს, გადაგდება კი - შეუძლებელია"

თარგმნა სიმონ კილაძემ