"ოლიგარქის ქველმოქმედება გადევს ბორკილებად" - თაკო ჩარკვიანი ქეთი დოლიძეს მიმართავს
პარტია "კანონი და სამართალი"-ს დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი, კინორეჟისორ ქეთი დოლიძეს მიმართავს:
"ვინმეს - " ზოგიერთს" თუ ჰგონია, რომ ღალატი საკუთარი ქვეყნის, მეგობრის , ახლობელი ადამიანის , გარდაცვლილი მეგობრის , შეფურთხება სახელის , უანგარო სიკეთის ( სიკეთე მხოლოდ უანგარო არსებობს, დანარჩენს ანუ ანგარებიანს - გარიგება ჰქვია და არა სიკეთე) მეგობრის ხსოვნის ღალატი, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს მათი ანუ იმ მეგობრისთვის - მათთვის განკუთვნილი ღალატია- ძალიან ცდება, რადგან ღალატის დროს მხოლოდ საკუთარ თავს ღალატობ, ღირებულებებს ღალატობ ( თუ გაგაჩნია რა თქმა უნდა) ასე რომ ყველა მთავრობის ერთ საყოველთაოდ "ცნობილ"- " კუკარაჩას " შევახსენებ: რომ ღალატის დროს საკუთარ თავს ღალატობ, სხვას კი არა?! მხოლოდ საკუთარ თავს- მხოლოდ!!!!!!ღალატი სხვისი არ არსებობს - საკუთარი თავის ღალატია ის, შენ , რომ სხვისი ღალატი გგონია!!!!!! (როგორც ჯანუკი გეტყოდა - ჯიგარო)- სამწუხაროა! და ბოლოს ჯანსუღის სტრიქონებს შეგახსენებ 70-იანებში დაწერილს (ერთ გამყიდველ კაცს- გამაღალჩინოსნებულს მიუძღვნა): "გული ჩემი ბატკანივით შემოგწირე შენ,
დადიხარ და დადიდგულობ
სხვანაირად სტვენ,
ყველაფერში გაყიდულო, ამხანაგო N " - ჯ. ჩ.
P.S - თაკო "იმისტი- " ხარ ?? " ამისტი" ხარ?! აი ამ სისულელეს- იდიოტურ კითხვას ჯობია მიხვდე ,( ასაკში მაინც მიხვდე) რომ ერთი რამ არსებობს და იმას - საქართველოისტი ჰქვია, მაგრამ რა იცი ეგ შენ, ან რაღა დროის სწავლააა - უკვე , რადგან "ოლიგარქის ქველმოქმედება გადევს ბორკილებად "! - დასანანია! დაიმახსოვრე -ქველმოქმედება არ შეიძლება ანგარებიანი გარიგება იყოს !!!" - წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.