რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" წერს. მათივე ინფორმაციით, ამის შესახებ მიშუსტინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს თავად აცნობა და განაცხადა, რომ თვითიზოლაციაში გადადის.

პუტინის და მიშუსტინის შეხვედრა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა.