"დამირეკა ამირანმა და..." - ნიკა გამყრელიძე იხსენებს, როგორ გააგებინა მამამ, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული - კვირის პალიტრა

"დამირეკა ამირანმა და..." - ნიკა გამყრელიძე იხსენებს, როგორ გააგებინა მამამ, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ვაჟმა, ნიკოლზ გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში გაიხსენა, თუ როგორ უთხა მამამ, რომ ის კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

"კარგად ვგრძნობ თავს, ახლა უკვე სრულად გამოჯანმთელებული ვარ და თვითიზოლაციიდანაც გამოსული ვარ, თავისუფლად შემიძლია სიარული. რომ გავიკეთე ანალიზი შესაბამისი იმუნიტეტიც გამაჩნია, ასე ვთქვათ, ახლა ჩვეულებრივად ვგრძნობ თავს. რაც შეეხება სამსახურს, ვმუშაობთ დისტანციურად, მაგრამ ხანდახან მისვლაც მიწევს... სასიამოვნო არ არის ეს გზა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ ეთერში ვთქვი, რომ არ მეგონა მე თუ დამემართებოდა-მეთქი, მეგონა, რომ თავს ვიცავდი, მეგონა, რომ მეტი ვიცოდი ამ დაავდებების შესახებ და უფრო დაზღვეული ვიყავი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. პირველად ეჭვი მაშინ გამიჩნდა, როცა ჩემმა თანამშრომელმა დამირეკა, რომელთანაც მე შეხვედრა მქონდა და მითხრა, რომ მის მეგობარს აქვს სიმპტომატიკა. მას ჩემთან შეხვედრის სიმპტომები არ ჰქონდა, მის მეგობარს დაუდასტურდა კორონავირუსი. მეორე დღეს ჩემს თანამშრომელსაც დაეწყო სიმპტომატიკა და  რომ გაუკეთეს ტესტი მას და მის ოჯახს, აღმოჩდნენ ინფიცირებულები. მივხდი, რომ მეც რისკის ქვეშ ვიყავი, თუმცა მე სიმპტომები არ მქონდა, მოგვიანებით დამეწყო მშრალი ხველა, მომცა სიცხე, თუმცა არა მაღალი. გავიკეთე ტესტი და საღამოს დამირეკა ამირანმა და მითხრა დადებითია პასუხიო, არ ინერვიულო,  მე ვუთხარი: შენ არ ინერვიულო მეთქი", - განაცხადა ნიკოლო გამყრელიძემ.