"სახლში რომ მივდივარ, კიბეზე ძალიან მიჭირს ასვლა, ერთი სული მაქვს ჰორიზონტალური მდგომარეობა მივიღო" - კვირის პალიტრა

"სახლში რომ მივდივარ, კიბეზე ძალიან მიჭირს ასვლა, ერთი სული მაქვს ჰორიზონტალური მდგომარეობა მივიღო"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა "ტვ პირველთან" გადაცემა "რეაქციაში"  კორონავირუსის მკურნალობის პლაზმურ მეთოდზე ისაუბრა:

"რაც შეეხება პლაზმას, პლაზმაში არის ანტისხეულები, რომელიც გადატანილი დაავადების შემთხვევაში, შესაძლოა არსებობდეს. ანტისხეულების გადასხმის შემთხვევა მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულად კრიტიკულ პაციენტებში იძლევა დადებით გამოსავალს. ჩვენ ეს არ გამოგვიყენებია".

ლევან რატიანმა ასევევე უპასუხა დასმულ კითხვას, თუ როგორ რეჟიმში უწევთ მუშაობა ექიმებს:

"ამ ეტაპამდე რეანიმაციულ განყოფილებაში არცერთი მედიკოსის დაინფიცირების შემთხვევა არ გვქონია, ღმერთის წყალობით და იმედია ასე გაგრძელდება.ფაქტობრივად, გამოდის რომ ბოლო პერიოდში ძილი საერთოდ ცხოვრების წესიდან ამოგდებული გვაქვს. დღე-ღამეში 2-3 საათი გვძინავს. სახლში რომ მივდივარ, კიბეზე ძალიან მიჭირს ასვლა და ერთი სული მაქვს ჰორიზონტალური მდგომარეობა მივიღო და მერე ახალი ინფორმაცია წავიკითხო, რომ უახლესი ინფორმაცია კლინიკამდე მივიტანო... ყველა ვცდილობთ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი ინფორმაცია შევიტანოთ და როცა კლინიკაში შევდივართ აფთრებივით ვხდებით. იმედია, ძალიან მალე დამთავრდება კორონავირუსი, ისე როგორც დაიწყო... ყველაზე ძალიან შვილები მენატრება", - აღნიშა ლევან რატიანმა