მარნეულში ქალებმა კორონავირუსით ინფიცირებულ ოჯახს ნაკვეთი გაუთოხნეს - კვირის პალიტრა

მარნეულში ქალებმა კორონავირუსით ინფიცირებულ ოჯახს ნაკვეთი გაუთოხნეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში ქალებმა COVID-19-ით ინფიცირებულ ოჯახს კარტოფილის მოსავალი შეუნარჩუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას "გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში" ავრცელებს.

ორგანიზაციის თანახმად, ადგილობრივმა ნაირა პაქსაძემ, სხვა ქალებთან ერთად, სარეველაშერეული ნაკვეთი გათოხნა და ოჯახს, რომლის წევრებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ, გადაურჩინა მოსავალი, რომელიც მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

"სხვა რა უნდა გავაკეთოთ ამ მდგომარეობაში? რაც შეგვიძლია, ეს არის. ახლა რომ არ გაგვეთოხნა, სარეველა სულ გააფუჭებდა. საავადმყოფოდან რომ გამოვლენ, საარსებო ხომ უნდა დახვდეთ",- ამბობს ნაირა პაქსაძე, ფონდ "ტასოს" სათემო მუშაკი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სათემო მობილიზაციის პროექტის მონაწილე. (წყარო)