"ყველაზე მაგარი საჩუქარი ქეთიმ გამიკეთა... მე კი ნიშნობის ბეჭედი ვაჩუქე, რომელსაც საერთოდ არ ელოდა" - კვირის პალიტრა

"ყველაზე მაგარი საჩუქარი ქეთიმ გამიკეთა... მე კი ნიშნობის ბეჭედი ვაჩუქე, რომელსაც საერთოდ არ ელოდა"

"ჩემი ცოლის დაქალებში", ვატიკანას როლის შემსრულებელი - ლევან ლაშხი და მისი რჩეული - ქეთი დათუაშვილი გამოვცადეთ, ერთმანეთს კარგად იცნობენ თუ არა: წყვილს ცალ-ცალკე ვესაუბრეთ და ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით...

- როგორ ფიქრობ, თქვენი პასუხები რამდენი პროცენტით დაემთხვევა ერთმანეთს? ქეთი:

- ალბათ - 90%-ით, რადგან ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. თან, ერთმანეთს ძალიან ვგავართ. წესით, პასუხების სწორად გაცემა არ უნდა გაგვიჭირდეს.

ლევანი:

- ჩემი აზრით, პასუხების 70-80% უეჭველად დაემთხვევა.

- როდის, როგორ გაიცანით ერთმანეთი? ქეთი:

- "ფეისბუკზე", 3 მარტს გავიცანი, 8 მარტს კი ერთმანეთს შევხვდით. ეს 2016 წელს მოხდა.

ლევანი:

- ერთმანეთი 4 წლის წინ, 3 მარტს, "ფეისბუკზე" გავიცანით, 8 მარტს კი - შევხვდით.

- რას მიიჩნევს თავის პირველ წარმატებად? შენ რას მიიჩნევ შენს პირველ წარმატებად? ქეთი:

- ის - ალბათ, ეკრანზე პირველად გამოჩენას (არ მახსოვს, კონკრეტულად, რომელი რეკლამა იყო), მე - ჩემს პირველ სამსახურს (კარაოკე ბარში ვმუშაობდი).

ლევანი:

- ქეთის პირველ წარმატებად ჩემს თავს მივიჩნევ (იცინის). მე პირად ცხოვრებაშიც წარმატებული ვარ, რადგან ქეთი მყავს და საქმეშიც, რადგან იმას ვაკეთებ, რაც მინდა. პირველ წარმატებად მაინც "ჩემი ცოლის დაქალებში" გადაღებას დავასახელებ - ყველაზე დიდი წარმატება ეს მაქვს.

- რომელია მისი საყვარელი სიმღერა? შენი? ქეთი:

- მისი საყვარელი სიმღერაა Neighbourhood-is A Little Death, ჩემი - Scorpions-ის Maybe I, Maybe You.

ლევანი:

- რამდენიმე საყვარელი სიმღერა მაქვს. ალბათ, იქიდან 90% ქეთისაც მოსწონს. ერთ სიმღერას დავასახელებ, რომელმაც ჩვენს ურთიერთობაში დიდი როლი ითამაშა: Neighbourhood-is A Little Death. ეს ორივესთვის საყვარელი სიმღერაა.

- საკუთარ გარეგნობაში რას შეცვლიდა? შენ რას შეცვლიდი შენს გარეგნობაში? ქეთი:

- ლევანი თმას გადაინერგავდა, მე ჩემს გარეგნობაში ბევრ რამეს შევცვლიდი, მაგრამ ყველაზე მეტად რისი შეცვლაც მინდა, ალბათ, ცხვირის ფორმაა - გარკვეულ კორექციას გავიკეთებდი.

ლევანი:

- თავად ხშირად ამბობს, ცხვირს "გავიკეთებდი" სიამოვნებითო. მგონი, სხვა არაფრის შეცვლა არ სურს - ისედაც ლამაზი მყავს... ჩემი გარეგნობის შეცვლა არასოდეს მომნდომებია, გაუმჯობესების სურვილი კი გამჩენია, მაგალითად - ვარჯიშით.

- რომელი უცხო ენები იცის მან? შენ? ქეთი:

- მან იცის რუსული, ინგლისური და თურქული, მე - ინგლისური. ლევანი:

- ქეთიმ - ინგლისური, მე - ინგლისური, რუსული და ასე თუ ისე, თურქული.

- რამდენ კილოგრამს იწონის? შენ რამდენს იწონი?

ქეთი:

- ახლა, მთელი დღეების განმავლობაში, სულ ვჭამთ. ალბათ, ის 95-98 კგ-ს იწონის. მე 48 კგ-ს ვიწონიდი, მაგრამ სავარაუდოდ, ეს წონა წარსულს ჩაბარდა, რადგან 2-3 კილო მომატებული მექნება.

ლევანი:

- ქეთი მაქსიმუმ, 50 კგ-ს იწონის, მე - მაქსიმუმ, 90-ს.

- მისი საყვარელი კერძი რომელია? შენი?

ქეთი:

- ჩემ მიერ მომზადებული ლობიო ორივესთვის საყვარელი კერძია (იცინის).

ლევანი:

- ქეთის საყვარელი კერძი ლობიოა, ჩემი - შემწვარი კარტოფილი. ბევრი კერძი გამისინჯავს, მომწონებია, მაგრამ შემწვარი კარტოფილი ყველაზე მაგარია - ბავშვობიდან მიყვარს.

- ბავშვობაში რომელ პროფესიაზე ოცნებობდა? შენ რომელზე ოცნებობდი?

ქეთი:

- ის - მსახიობობაზე, მე - მომღერლობაზე. ძალიან შორეულ ბავშვობაში ექიმობაც მინდოდა...

ლევანი:

- მგონი, ქეთი მსახიობობაზე ან მომღერლობაზე ოცნებობდა, მე - მსახიობობაზე. გაგრძელება