"ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იყო" - ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე მოზარდს დაეჯახა - კვირის პალიტრა

"ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იყო" - ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე მოზარდს დაეჯახა

ქუთაისში ავტომობილი ველოსიპედით მოსარგებლე ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა ნიკიას ქუჩაზე მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბავშვი ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

"ბავშვი მძიმე მდგომარეობაში იყო და ის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს,"- აცხადებენ თვითმხილველები.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"