ტრამპი: "ვფიქრობთ, ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება" - კვირის პალიტრა

ტრამპი: "ვფიქრობთ, ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება"

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.

"ვფიქრობთ, ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება,"- აღნიშნა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-მ პროქტის, Operation Warp Speed-ის, განხორციელება დაიწყო, რომელმაც წლის ბოლოსთვის კორონავირუსის ვაქცინის 200 მილიონი დოზის წარმოება უნდა უზრუნველყოს. ამასთანავე, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას მინიმუმ 1-1,5 წელი სჭირდება.

"ინტერპრესნიუსი"