შეიარაღებული დაპირისპირება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ორთაჭალაში? - რას ამბობენ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-ში? - კვირის პალიტრა

შეიარაღებული დაპირისპირება პოლიციასა და მოქალაქეებს შორის ორთაჭალაში? - რას ამბობენ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-ში?

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში, პოლიციასა და მოქალაქეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორთაჭალაში, პოლიციასა და რამდენიმე მოქალაქეს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, სროლის შედეგად კი გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"