თორნიკე ყიფიანის სიმღერა "ევროვიზია 2020"-ის საუკეთესო სიმღერად დასახელდა - კვირის პალიტრა

თორნიკე ყიფიანის სიმღერა "ევროვიზია 2020"-ის საუკეთესო სიმღერად დასახელდა

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე 2020 წლის ევროვიზიის საუკეთესო სიმღერა გამოვლინდა. ონლაინ გამოკითვის გამარჯვებული, საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერა “Take Me As I Am” გახდა.

გამოკითხვაში ქართველმა კონკურსანტმა ხმების 14,9% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები ლიეტუვისა და ისლანდიის წარმომადგენლებმა დაიკავეს. 20:00 / 04-05-2020

თორნიკე ყიფიანის სიმღერა "ევროვიზია 2020"-ის საუკეთესო სიმღერად დასახელდა

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალურ ვებგვერდზე 2020 წლის ევროვიზიის საუკეთესო სიმღერა გამოვლინდა. ონლაინ გამოკითვის გამარჯვებული, საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერა “Take Me As I Am” გახდა.

გამოკითხვაში ქართველმა კონკურსანტმა ხმების 14,9% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილები ლიეტუვისა და ისლანდიის წარმომადგენლებმა დაიკავეს.

VIDEO: თორნიკე ყიფიანის სიმღერა “Take Me As I Am”, რომელიც ევროვიზიის საუკეთესო სიმღერად დასახელდა

"ევროვიზია 2020"-ის მასპინძელი ქვეყანა ჰოლანდია უნდა ყოფილიყო. თუმცა კორონავირუსის საფრთხის გამო ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტიულება, რომ კონკურსი აღარ გაიმართებოდა.

თუმცა ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) ევროვიზიის მაყურებელს 16 მაისს ახალ შოუს შესთავაზებს, სახელწოდებით Europe! Shine A Light. შოუს პირდაპირ ეთერში 46 ტელეკომპანია გადასცემს, მათ შორის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელიც.

შოუში მონაწილეობას მიიღებს 41 ქვეყნის მონაწილე, რომლებიც 2020 წლის ევროვიზიაზე უნდა გამოსულიყვნენ, მათ შორის თორნიკე ყიფიანიც.

ambebi.ge