"გეფას" ერთ-ერთი დირექტორი, რომელსაც ვირუსით დაინფიცირება 2 თვეს გაუგრძელდა, გამოჯანმრთელდა - რა განაცხადა მარინა ეზუგბაიამ? - კვირის პალიტრა

"გეფას" ერთ-ერთი დირექტორი, რომელსაც ვირუსით დაინფიცირება 2 თვეს გაუგრძელდა, გამოჯანმრთელდა - რა განაცხადა მარინა ეზუგბაიამ?

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტი, რომელიც კორონავირუსზე დღემდე დადებითი იყო, გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის, ეს პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში 5 მარტიდან იყო მოთავსებული. ის ბოლო დღეების განმავლობაში, ფაქტობრივად, გამოჯანმრთელბული იყო, მაგრამ ტესტი ამ დრომდე კორონავირუსზე დადებითს აჩვენებდა. როგორც თავად პაციენტისგან არის ცნობილი, ის "გეფას" ერთ-ერთი დიერქტორია და მიეკუთვნებოდა ე.წ. იტალიის კლასტერს.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ამ პაციენტს ვირუსით დაინფიცირება 60 დღეზე მეტ ხანს გაუგრძელდა.