"ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში Covid ინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს" - კვირის პალიტრა

"ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში Covid ინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს"

ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში არ გვყოლია. იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში Covid ინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს კლინიკიდან 6 პაციენტი ეწერება. ასევე 10 პაციენტის განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან, რომელმაც ასევე, შესაძლოა, დღესვე დატოვოს კლნიკა.

"ამ ეტაპზე კლინიკაში მყოფი 79 პაციენტიდან კოვიდინფიცირებულია 61, მათ შორის რეანიმაციაში იმყოფება 5 პირი. მართვით სუნთქვაზე რჩება 2 პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ყველა მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დღეს კლინიკიდან ეწერება 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი. პირველადი პასუხი მიღებული გვაქვს 10 პაციენტის. იმედია, რომ ყველა მათგანთან მოვა განმეორებითი უარყოფითი და დღის ბოლოსთვის კიდევ 10 პაციენტი დატოვებს კლინიკას. მინდა გითხრათ, რომ გვყავს 2 ორსული ქალბატონი და ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ახალი შემთხვევა არ გვყოლია ბოლო 24 საათის განმავლობაში. იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამოდენიმე კვირაში Covid ინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს," - განაცხადა რატიანმა.

"ინტერპრესნიუსი"