"შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის და­მო­ნე­ბას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა" - სკანდალური ქადაგება - კვირის პალიტრა

"შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის და­მო­ნე­ბას მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა" - სკანდალური ქადაგება

ხონისა და სამტრედიის ეპარქიის ეპისკოპოსის მეუფე საბას (გიგიბერია) ქადაგების თანახმად, მოწოდება - "დარჩით სახლში", ეშმაკისეულია. ამის შესახებ მეუფემ კვირას, წირვის დასრულების შემდეგ ამბიონიდან იქადაგა. მან ასევე გააკრიტიკა სასულიერო პირები და არამხოლოდ, რომლებმაც ვირუსის შიშით, მრევლს მოუწოდეს ღვთისმსახურებაზე ეკლესიაში არ მისულიყვნენ აღდგომის დღესასწაულზე.

"ამ პერიოდში მთელს მსოფლიოში იყო მოწოდება, ქრისტიანის თუ არაქრისტიანისთვის - დარჩით სახლში, განმარტოვდით, ნუ წახვალთ ეკლესიაში, ნუ აღნიშნავთ ტრადიციული წესით აღდგომის დღესასწაულს. არ ვიცი, ადამიანს რამდენად შეიძლება ჰქონდეს დახშული გონება, რომ ვერ მიხვდეს - არ დაესწრო აღდგომას, ამას ვინ იტყვის თუ არა ეშმაკი? სწორედ ეს არის ის უხილავი მტერი, რომელიც ადამიანის გონებაში შემოვიდა და საბედისწერო შეცდომა დააშვებინა...

როგორ შეიძლება დღეს სახლში ჯდომა და ლოცვა შეადარო პირველ საუკუნეებში წმინდა მამების ლოცვას, რომლებიც განმარტოვდებოდნენ უდაბნოში და სულით მუდამ მონასტერში იყვნენ? ამას როგორ უნდა შეადარო იმ სახლში აღვლენილი ლოცვა, სადაც ხშირად, ლოცვაზე მეტად გინება ისმის და ლოცვაზე მეტი ცოდვა აღესრულება?...

დღეს ჩვენ, კაცობრიობა ვართ დიდი განსაცდელის ქვეშ და ამ განსაცდელს, სამწუხაროდ დღეს საზოგადოებამ დაარქვა ვირუსი. ეს არ არის ვირუსი, განსაცდელი ვირუსი არ არის და ვირუსის სახით არ ემუქრება ადამიანს, მის ამქვეყნიურ თუ მომავალ ცხოვრებას.

ეს განსაცდელი არის ერთ-ერთი ბოლო მცდელობა ეშმაკისა, რომელმაც იცის, რომ მოახლოებულია მისი ჯოჯოხეთში დამკვიდრების დრო, რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაიყვანოს. ეს არის ბრძოლა არა ვირუსთან, არამედ ეშმაკთან...

ეშმაკი ადამიანებს ალაპარაკებს - დარჩით მარტო, დარჩით სახლში, მიეჩვიეთ მარტოობას და მარტო ებრძოლეთ იმას, რა რეალობაშიც ხართ. ვინც სასუფეველს ეძებს, ვინც ღვთისაკენ მიილტვის, მას ვირუსი ვერ დაამარცხებს... გაგრძელება

იხილეთ ვიდეო