"ახლა უფრო კარგად გამოჩნდა ვინ არის შენი მეგობარი და ვინ არის შენ გულთან ახლოს " - რას ამბობს იზოლაციაში მყოფი მსახიობი? - კვირის პალიტრა

"ახლა უფრო კარგად გამოჩნდა ვინ არის შენი მეგობარი და ვინ არის შენ გულთან ახლოს " - რას ამბობს იზოლაციაში მყოფი მსახიობი?

""ძალიან მოძრავი ვარ და ერთ ადგილზე გაჩერება ძალიან მიჭირს, ვმოღვაწეობ საქართველოს სხავადასხვა კუთხის თეატრებში და ნებსით თუ უნებლიეთ ხშირად ვმოძრაობ, ამ მომენტში კიდევ გაჩერება ერთ ადგილზე სუნთქვა რომ შეუკრა ადამიანს ისეა, მაგრამ კანონი და წესი წესია" - ამის შესახებ მასხიობმა ზურაბ ანთელავამ "პალიტრანიუსის" სპეცპროექტ covid-19 - ში

"ძალიან მოძრავი ვარ და ერთ ადგილზე გაჩერება ძალიან მიჭირს, ვმოღვაწეობ საქართველოს სხავადასხვა კუთხის თეატრებში და ნებსით თუ უნებლიეთ ხშირად ვმოძრაობ, ამ მომენტში კიდევ გაჩერება ერთ ადგილზე სუნთქვა რომ შეუკრა ადამიანს ისეა, მაგრამ კანონი და წესი წესია. დაისვა საკითხი, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს, ასე რომ ვზივარ სახლში და ვცდილობ რამენაირად გადავაგორო პანდემიური კრისიზი - "დარჩი სახლში". სიმართლე გითხრათ, სივრცე არა მყოფნის, დიღომში, სამოთახიანში ჩაკეტილმა ძნელია რამე საქმე მოძებნო, მაგრამ საფიქრელად, გონებრივი სამუშაოს საშუალება არის, წიგნს მივმართე, ყველაზე ახლო მეგობარს, ტელევიაზიას.  ეს სტრესი რომ გადავიტანოთ ადამიანებმა, თავი უნდა ვიგრძნოთ მსუბუქ, ლირიულ ფორმაში, "ნეიშენალ ჯეოგრაფისკს" ვუყურებ, ფილმებზე გადავერთე, ინტერნეტმა ძალიან შემიწყო ხელი, თითქმის ვერ ვგრძობ, რომ ჩაკეტილი ვარ, ახლა უფრო კარგად გამოჩნდა ვინ არის შენი მეგობარი და ვინ არის შენ გულთან ახლოს. როცა ექსტრემალურ მდგომარეობაში ვარდება ადამიანი, მასინ გამოჩნდება მისი შინაგანი ფორმები და თვისებები, რომელი უფრო ჭარბობს მასში... ვიგრძენი, რომ ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადმიანური თვისებების მოყვარული ყოფილა მთელი ჩვენი ერი, მათ შორის აღმოვჩნდი მეც, ხელი შემეწყო მოვიცალო, მოვიკითხო ახლობლები, ვესაუბრო მათ, ჩავეხუტო შორიდან, რომელიც მანამდე არ მქონდა მოუცლელობის გამო...რაც შეეხება შვილს, ის ესპანეთში იმყოფება, ესპანეთში მხოლოდ შვილი არ მყავს, დიდი სამეგობრიც მყავს, მე იქ 11 წელი ვცხოვრობდი, ჩემი შვილი სადაც არის  სამხრეთ ესპანეთში, ვალენსიის მიწას რასაც ეძახიან, იქ შედარებით უფრო სიმშვიდეა ვიდრე სხვაგან...ლევანი 28 თებერვალს წავიდა და დაიწყო კიდეც ეს საშინელება, წამოსვლას აპირებდა, მაგრამ იქაც რაღაც შეზღუდვები იყო, ხანდაზმული ადამიანები დაბრუნებას შეუწყვეს ხელი, ჩემი შვილი ალბათ მაისის ბოლოსთვის წამოვა... მე ვფიქრობ, რომ ამ მდგომარეობაში, ამ გაჭირვებაში ადამიანმა უფრო მოიცალა მეორე ადამიანისთვის. ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია... მე კვირაში ერთხელ გავდივარ პროდუქტის საყიდლად და ისეთი სითბოთი გიყურებენ და გესალემებიან, რომელიც ადრე არ იყო, იმიტომ, რომ ამისთვის ადრე არ გვეცალა...", - განაცხადა ზურაბ ანთელავამ.

"კვაზი მანტკავას როლი რითია ფასეული? ჩემი აზრით, კვაზის პერსონაჟი ხმობისკენ წასული ფესვის ისტორიაა"