ერთ დღე-ღამეში 29 გამოჯანმრთელებული და დაინფიცირების მხოლოდ 6 შემთხვევა - სულ რამდენი დაინფიცირებულია ქვეყანაში? - კვირის პალიტრა

ერთ დღე-ღამეში 29 გამოჯანმრთელებული და დაინფიცირების მხოლოდ 6 შემთხვევა - სულ რამდენი დაინფიცირებულია ქვეყანაში?

საქართველოში კორონავირუსისგან 269 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4919 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 497 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 610 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 269 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 9 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

იხილეთ ასევე: "6 ახალი პაციენტიდან 2 ბოლნისის წყაროა, 2 ზუგდიდის და 2 არის საკარანტინო სივრციდან, ანუ ყველას წყარო ცნობილია"