კრემლის საინფორმაციო ოპერაცია საქართველოში - როგორ გაშიფრეს "სპუტნიკის" კოორდინირებული ქსელი FACEBOOK-ზე?
"ფეისბუკმა" ბოლო ორ დღეში საქართველოს ინტერნეტსივრცეში ასობით გვერდი წაშალა, რომელიც სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების პროპაგანდას ეწეოდა.
საერთო ჯამში, "ფეისბუკმა" ქართულ სივრცეში წაშალა 943 ანგარიში (ფეიჯი, პროფილი, ჯგუფი, ინსტაგრამის ანგარიში), რომელთაგან 790 დაკავშირებული იყო კოკა ყანდიაშვილის "ეSერსონასთან", ხოლო 153 "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან".
"სამართლიანი არჩევნების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის თქმით, დღეს "ფეისბუკისგან" კიდევ ერთი ინფორმაცია მიიღეს - გაუქმებულია რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალება "სპუტნიკის" ქსელი საქართველოში. ამის შესახებ ბენიძე პირად გვერდზე წერს:
"დილა დაიწყო "ფეისბუკთან" მორიგი ვიდეოქოლით. წუხელ გასაჯაროვებულ ინფორმაციასთან ერთად ორი მნიშვნელოვანი ამბავი არის შემდეგი:
დაგვიდასტურეს, რომ "ნიუს-ფრონტის" ქართულ ანგარიშებთან ერთად "ფეისბუკმა" ასევე გააუქმა "სპუტნიკის" ქსელი საქართველოში რომელზეც 1 თვის წინ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, ეს ქსელი უკავშირდებოდა მათ მიერ ადრე აღმოჩენილ "სპუტნიკის" მსგავს ქსელებს სხვა ქვეყნებში (უკრაინა, ბალტიის ქვეყნები..) მაგრამ მაშინ წაშლას გადაურჩა.
ნელ-ნელა კიდევ უფრო გაუმჯობესდება მათი შესაძლებლობა რომ უფრო სწრაფი რეაგირება ჰქონდეთ და ოპერატიულად გააუქმონ ქსელები, რადგან რაც მეტ ქართულ ქსელს გამოავლენენ, მით მეტად შეძლებს მათი ალგორითმი და ავტომატიზებული მექანიზმები რომ ამ გამოცდილებაზე "ისწავლოს" და დროულად დაიჭირონ ახალი არაავთენტური ოპერაციები.
ჩვენ, ცხადია, კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ პოლიტიკური რეკლამის ბიბლიოთეკის ჩართვა საქართველოში პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობისთვის, და ისინიც კიდევ ერთხელ დაგვპირდნენ რომ აუცილებლად ჩაირთვება, მაგრამ ჯერ არ ვიცით ზუსტი დრო თუ როდის.
იმედია ყველა ერთად შევძლებთ რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სოციალურ მედიაში შეძლებისდაგვარად თავისუფალი საინფორმაციო გარემო იყოს" - წერს ბენიძე.

რუსული მედიასაშუალება "სპუტნიკის" მასალების კოორდინირებულად გავრცელების საეჭვო სქემა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) "ფეისბუკის" ქართულ სივრცეში დაახლოებით ერთი თვის წინ აღმოაჩინა.
სამართლიანმა არჩევნებმა სპუტნიკთან დაკავშირებული 26 სავარაუდოდ არაავთენტური ანგარიში, 11 ყალბი, შენიღბული "ფეისბუკ" გვერდი და 41 საჯარო ფეისბუკ ჯგუფი აღმოაჩინა, სადაც "სპუტნიკის" მასალები საეჭვო ფორმებით ორგანიზებულად ვრცელდება. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ამ სქემით გავრცელებული კონტენტი, როგორც წესი, პოლიტიკური ხასიათის არ არის და ძირითადად პოზიტიური ან სკანდალური შინაარსით გამოირჩევა.
აღნიშნული სქემით "სპუტნიკის" მასალების გავრცელება, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს, "სპუტნიკის" ვებ-გვერდზე ტრაფიკის გაზრდას. შესაძლოა, მიზანი იყოს ასევე, ვებ-გვერდის ვიზიტორების პირადი ციფრული ინფორმაციის შეგროვებაც.
IშFED-ის დაკვირვებით, ერთი და იმავე ყალბი ანგარიშების მიერ ქართულენოვან "ფეისბუკ" გვერდებსა და ჯგუფებში ვრცელდება სპუტნიკ-გეორგია.ცომ-ის სტატიები, ხოლო საქართველოს შესახებ შექმნილ რუსულენოვან "ფეისბუკ" წყაროებზე სპუტნიკ-გეორგია.რუ-ს მასალები. ბმულების გზით აღნიშნულ ვებ-გვერდებზე გადასვლის შემთხვევაში ვიზიტორი ხედავს სტატიებს, რომელიც შინაარსით პრო-რუსული და ანტიდასავლურია.

სამართლიანი არჩევნების მიერ იდენტიფიცირებულია "სპუტნიკის" მასალების არაავთენტური გავრცელების ორი ტაქტიკა:
ერთი სქემის მიხედვით, სპუტნიკის გასავრცელებლად გამოიყენება მრავალრიცხოვანი გამომწერების მქონე, ერთი შეხედვით "უწყინარი" "ფეისბუკ" გვერდები, რომლებზეც ძირითადად იპოსტება პოზიტიური ფოტოები ყვავილების, ბავშვების, ცხოველების ან ქალაქების გამოსახულებით და ამგვარ რამდენიმე პოსტს შემდგომ მოყვება "სპუტნიკის" ლინკის სახით პოსტის გაზიარება.
ამ ხერხით, "ფეისბუკმომხმარებლისთვის" "სპუტნიკის" სტატიის ხილვა საეჭვო არ ხდება, თუმცა იგი გაუაზრებლად ხვდება რუსული საინფორმაციო ოპერაციის ქსელში.მეორე სქემის მიხედვით ყალბი პერსონალური ანგარიშები "ფეისბუკის" დახურულ თუ ღია ჯგუფებში "სპუტნიკის" სტატიებს შერჩევითად, ჯგუფის თემატიკის შესაბამისად ავრცელებენ. ეს ანგარიშები "სპუტნიკის" ბმულებს, ერთმანეთის მონაცვლეობით, სხვადასხვა ჯგუფებში ისე პოსტავენ, რომ ჯგუფის წევრებისთვის და შესაძლოა ადმინისტრატორებისთვისაც, კოორდინაციის ეს სქემა, შესაძლოა, შეუმჩნეველი რჩება.
მსგავსი შეფარული სქემით „სპუტნიკის“ მასალების გავრცელება შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველი იყოს, რადგან ამ სქემით შესაძლოა მომხმარებლები რუსული საინფორმაციო გავლენის სივრცეში გაუაზრებლად აღმოჩნდნენ. „სპუტნიკ-საქართველოს“ ვებ-გვერდზე გადასვლის შემთხვევაში ვიზიტორს ეძლევა სიახლეების გამოწერის შეთავაზება, რომელზე დათანხმების შემთხვევაშიც აპლიკაცია ითხოვს ვებ-ბრაუზერში შეტყობინებების ნებართვას, თუმცა მომხმარებლის შესახებ შეგროვებული ინფორმაციის დეტალები უცნობია. მსგავსი ხერხით მიღებული ნებართვა წარმოადგენს მომხმარებლის არაინფორმირებულ თანხმობას.
„სპუტნიკის“ მასალების შენიღბულად გავრცელება არაავთენტურ „ფეისბუქ“ გვერდებზე
სამართლიანმა არჩევნებმა აღმოაჩინა 11 გვერდი, რომლებზეც შენიღბულად ვრცელდება „სპუტნიკ-საქართველოს“ მასალები. ამ გვერდების მომწონებელთა რაოდენობა 16 თებერვლის მდგომარეობით 762,832-ს შეადგენს.
გამოვლენილი გვერდები ე.წ. „კლიკბეით“ სისტემით მოქმედებენ და მათი კონტენტის დიდი ნაწილი უკავია პოზიტიური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას, როგორიცაა ცხოველების, ყვავილების, მოდელების, ბავშვების ფოტოები, რასაც მოჰყვება sputnik-georgia.com-ის სტატიები. საგულისხმოა, რომ ამ 11 გვერდზე სპუტნიკის გარდა არცერთი სხვა ვებ-გვერდის მასალა არ არის გაზიარებული.
ერთ-ერთი ასეთი პოპულარული გვერდია „ადამიანები მსოფლიოს ქალაქებიდან“. გვერდის გამომწერთა რაოდენობა 466,000-ს აღემატება. ამ გვერდზე, დღეში საშუალოდ სპუტნიკის ლინკის სახით 3-4 პოსტი ქვეყნდება.
სპუტნიკის მასალების შენიღბულად გავრცელების მაგალითი

გვერდები, რომლებიც არაავთენტურად და კორდინირებულად ავრცელებენ სპუტნიკის მასალებს
ადამიანები მსოფლიოს ქალაქებიდან
ფერადი სამყარო
თქვენთვის საინტერესო
სიმშვიდე
მასტერკლასები დამწყები მებაღეებისა და ფლორისტებისათვის
რუსული კლუბი
ბედნიერება
მართალია, აღნიშნულ გვერდებზე ამ ეტაპზე თითქმის არ შეინიშნება პრო-რუსული შინაარსის პოლიტიკური პოსტები ან სტატიები, გვერდების ეს ქსელი ყალბ ანგარიშებთან და სამიზნე „ფეისბუქ“ ჯგუფებთან ერთად ქმნის რუსული საინფორმაციო ოპერაციებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას. ამასთან, ამ სტატიაში გამოვლენილი ხერხების და ტაქტიკის გამოყენებით ხდება „ფეისბუქ“ მომხმარებლების ყურადღების მოდუნება, მოტყუება და დაბნევა. გაგრძელება