"ოცნების" მხარდაჭერა რუსული პორტალებიდან - რატომ დაბლოკა "ფეისბუქმა" კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული 800-მდე ანგარიში
სოციალურმა ქსელმა "ფეისბუქმა" ქართულ ინტერნეტსივრცეში რამდენიმე ასეული არაავთენტური "ფეისბუქ"-ანგარიში დაბლოკა.
ამის შესახებ "ფეისბუქის" ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომლის თანახმადაც საერთო ჯამში, ქართულ სივრცეში წაიშალა 943 ანგარიში (ფეიჯი, პროფილი, ჯგუფი, ინსტაგრამის ანგარიში). მათგან 790 დაკავშირებული იყო ქართულ მედია ორგანიზაცია "ეშპერსონასთან", ხოლო 153 "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან".
"ამ აქტივობის უკან მდგარი პირები ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ, რათა შეექმნათ ფიქტიური პერსონები, თავი გაესაღებინათ ოპოზიციურ ლიდერებად და ადგილობრივი ჯანდაცვის თანამდებობის პირებად, ემართათ ჯგუფები და გვერდები და თავიანთი კონტენტი იმაზე პოპულარულად წარმოეჩინათ, ვიდრე არის.
ქსელის უკან მყოფი ადამიანები კურირებდნენ გვერდებსაც (რომლებიც მომხმარებელთა პროფილებს ჰგავდა, იყენებდნენ ყალბ სახელებს და პროფილის სურათებს), რათა დაეპოსტათ და გაევრცელებინათ თავიანთი კონტენტი, ასევე, თავიდან აერიდებინათ მათი იდენტიფიცირება და წაშლა. გვერდების ნაწილი პოზიციონირებდა როგორც დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოცემა. გვერდების ადმინები და ანგარიშების მფლობელები ტიპიურად, საშინაო საკითხებზე ნიუსებისა და პოლიტიკური საკითხების შესახებ პოსტავდნენ - როგორიცაა არჩევნები, მთავრობის პოლიტიკა, თანამდებობის პირები.
ასევე, აკრიტიკებდნენ ოპოზიციას, ჟურნალისტებსა და ადგილობრივ აქტივისტებს. სულ ახლახანს, ამ ქსელმა გარკვეული მასალა გააზიარა ჩOVID-19-ის შესახებ, მათ შორის პოსტები, რომელიც ჯანდაცვის სფეროში დეზინფორმაციის გამო, ჩვენი წესების მიხედვით წაიშალა" - ნათქვამია "ფეისბუქის" ოფიციალურ განცხადებაში.
მედია ორგანიზაცია "ეSპერსონა", რომელთან დაკავშირებული 800-მდე ანგარიში წაშალა "ფეისბუქმა", წარსულში ცნობილი ტელეწამყვანის და "ოცნების" ხელისუფლებაში საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტის კოკა ყანდიაშვილის სახელს უკავშირდება.
ის თუ როგორ იყენებდა ყანდიაშვილის პლატფორმა სოციალურ ქსელს სასურველი ინფორმაციის გასავრცელებლად, "ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის" (DFღLაბ) ვრცელ კვლევაშია ნაჩვენები, რომელიც ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა და AMBEBI.GE მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ.
"ეSპერსონა" და კოკა ყანდიაშვილი
"ეSპერსონას" ვებ-საიტზე დაყრდნობით, ეს მედია პლატფორმაა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს პოპულარული საჯარო ფიგურების პროფილებსა და "ცხელ" ნიუსებს, აშუქებს პოლიტიკას, ბიზნესსა და საზოგადოებას. ვებ-საიტს ცალკე სექცია აქვს, რომელზეც განთავსებულია როგორც ქართველი, ისე - უცხოელი ცნობილი პოლიტიკოსების, "სელებრითების" და სპორტის ვარსკვლავების პროფილები.
"ეSპერსონას" მფლობელი კოკა ყანდიაშვილია. ამ ვებ-საიტისა და პრემიერ-მინისტრის ოფისის თანახმად, 2013 წლის აპრილიდან დეკემბრამდე, ყანდიაშვილი "ქართული ოცნების" პარტიის ხელმძღვანელობის ქვეშ, საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იყო. ამის შემდეგ ის მთავრობის კანცელარიის კონსულტანტის პოზიციაზე გადავიდა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
ახლახანს, მისი სახელი დაკავშირებული იყო საქართველოს "ტროლების ქარხანასთან", მას შემდეგ, რაც ლოკალურმა მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მისი, როგორც ამ ქარხნის ხელმძღვანელის იდენტიფიცირება მოახდინეს, თუმცა ყანდიაშვილი გამუდმებით უარყოფდა მის კავშირს "ტროლების ქარხანასთან". "ფეისბუქმა" ყანდიაშვილის პირადი ანგარიშიც წაშალა, ისევე, როგორც გვერდი მისი სახელით (რომელსაც თავადვე მართავდა) და ჯგუფები (რომელთაც ასევე თავადვე მართავდა). გაგრძელება