ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა, - ამის შესახებ სააგენტო „რესს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მარინა კოჩიევამ განუცხადა.

სააგენტოს ინფორმაციით, სამივე შემთხვევა დღეს დადასტურდა. ერთ-ერთი ინფიცირებული - სუვოროვის სამხედრო სასწავლებლის 14 წლის კურსანტი - ცხინვალში რუსეთის ფედერაციიდან 30 აპრილს ჩავიდა და კარანტინში იმყოფებოდა, დანარჩენი ორი - დედა და მისი 6 წლის შვილი, ოკუპირებულ ცხინვალში 5 მაისს ჩავიდნენ.

"ინტერპრესნიუსი"