ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში", კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ე.წ. "იუგოსეტპოტრებნადზორის" თავმჯდომარის მოადგილემ, ანა გაგლოევამ განაცხადა. ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს. აღნიშნული მონაცემებით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.

ცნობისთვის, გუშინ ცხინვალში კორონავირუსის პირველი სამი შემთხვევის შესახებ განაცხადეს.

"ინტერპრესნიუსი"