" პრაქტიკულად ვირუსი დამარცხებულივითაა" - რას აცხადებს მარინა ენდელაძე - კვირის პალიტრა

" პრაქტიკულად ვირუსი დამარცხებულივითაა" - რას აცხადებს მარინა ენდელაძე

"საქართველოში ყოველ დღე ინფიცირებულთა რიცხვი იმდენად დაბალია, რომ პრაქტიკულად ვირუსი დამარცხებულივითაა" - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ "postv"-ის ეთერში განაცხადა

"გადაჭრით იმის თქმა, რომ ამ სეზონზე ვირუსი დამარცხებული იქნება - ძნელია, მაგრამ ამის წინაპირობები არსებობს.საქართველოში ყოველ დღე ინფიცირებულთა რიცხვი იმდენად დაბალია, რომ პრაქტიკულად ვირუსი დამარცხებულივითაა. ეს ორი თვე ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა იყო. სერიოზული დაღლა და შრომა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც დიდი სიამოვნება იმის, რომ შევძელით რაღაც კარგი გაგვეკეთებინა, ჩვენს ხალხს და ქვეყანას რაღაცით გამოვადექით" - განაცხადა მარიან ენდელაძემ.