რატომ ელიან მეცნიერები კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ტუბერკულოზის შემთხვევების აფეთქებას?
ახალი კორონავირუსი უკვე თვეებია მსოფლიოს ნომერ პირველ პრობლემად იქცა. მართალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვი დღითიდღე მატულობს, მაგრამ რიგ ქვეყნებში დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდაც მასშტაბურია.
ვირუსის გავრცელებამ, გააუქმაა საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლები, დააზარალა მსოფლიო ეკონომიკა და ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა. ამ და სხვა უარყოფითი ფაქტორების გარდა, მეცნიერები საუბრობენ თუ რა მოხდება კორონავირუსის დამარცხების შემდეგ ჯანდაცვის მიმართულებით.
ამერიკული გამოცემა CNN ვირუსის დამთავრების შემდეგ, ტუბერკულოზის გავრცელების რისკებზე ამახვილებს ყურადღებას და ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, 2025 წლისთვის, დახლოებით 1.4 მილიონზე მეტი ადამიანი ტუბერკულოზით გარდაცვალების საფრთხის წინაშე დადგება, ამის მიზეზად კი მეცნიერები კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიას ასახელებენ.
ახალი კორონავირუსის გავრცელება ტუბერკიულოზის მკურნალობასა და პროფილაქტიკას საგრძნობლად უშლის ხელს. ექსპერტთა აზრით, 2025 წლისთვის ტუბერკულიოზით დაავადებულებს დაახლოებით, 6.3 მილიონი ახალი დაინფიცირების შემთხვევა დაემატება. 
ორგანიზაციის "Stop TB Partnership" დირექტორის ლუჩკა დიტიუს თქმით, მსოფლიოში არსებული პანდემია მათ ორგანიზაციას ტუბერკულოზთან ბრძოლაში უშლის ხელს. "Stop TB Partnership" და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 2030 წლისთვის დაავადების დასრულებას ვარაუდობდა, თუმცა საყურადღებოა, რომ აღნიშნული ვითარება ამ მოლოდინებს შეაფერხებს.
"დღეს მსოფლიო Covid-19-ს ერთიანად ებრძვის, თუმცა ვირუსის გავრცელებამ ხელი არ უნდა შეუშალოს ტუბერკულოზთან ბრძოლას, რადგან ათწლეულების შრომით მიღწეული შედეგი და ათასობით გამოჯანმრთელებული ადამიანი უშედეგო აღმოჩნდება და მსოფლიო ყველაზე მომაკვდინებელი ინფექციის გავრცელების რისკის წინაშე დადგება", - აღნიშნა, ლუჩკა დიტიუმ.
CNN-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ ვირუსის დასრულების შემდეგ, ტუერკულოზის გავრცელების რისკის ქვეშ, ინდოეთი, კენია და უკრაინა მოხვდებიან, რადგან ეს ქვეყნები აქამდეც "მაღალი რისკის" ქვეყნებად მიიჩნეოდა.
ბოლო პერიოდში, კორონავირუსმა ტუბერკულოზით დაავადებულთა შემთხვევების გამოვლენა შემცირებულია, ორგანიზაცია "Stop TB Partnership"-ის თქმით, ეს პირდაპირ კავშირშია პანდემიასთან, შექმნილი ვითარების გამო არ ხდება დროული დიაგნოსტირება, ასევე ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები საჭირო მომსახურეობასა და მედიკამენტებს ვერ იღებენ და დაავადებასთან ბრძოლის პროგრამით გათვალისწინებული მკურნალობა უშედეგო ხდება. ეს ვითარება მომავალში, რეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელების არეალს გაზრდის.
ორგანიზაციის რეკომენდაციების თანახმად, ტუბერკულოზის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ამ დაავადების მკუნრნალობა და პროფილაქტიკა ეპიდემიასთან გამკლავების პარალელურად მოხდეს და მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ამ დაავადების გავრცელებას შეუშალონ ხელი.
ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერიები იწვევს. მრავალი პროგრამის მიუხედავად, დაავადება დღემდე გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის. მეცნიერები მის დასამარცხებლად უკვე ათწლეულებია აქტიურად იბრვიან.
(სპეციალურად საიტისთვის)