ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 18 წლამდე ასაკის პაციენტი და 88 წლის ქალი გამოჯანმრთელდნენ - კვირის პალიტრა

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 18 წლამდე ასაკის პაციენტი და 88 წლის ქალი გამოჯანმრთელდნენ

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკიდან დღეს 18 წლამდე მოზარდი და 88 წლის ქალი გაეწერა. ამის შესახებ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"ბოქსირებულ სექტორში არის 80 პაციენტი. ჩოვიდ-19-ის დიაგნოზის მქონე არის 66. გვაქვს გამოჯანმრთელება, 18 წლამდე მოზარდის და 88 წლის ქალის. ახალი პაციენტი არ მიგვიღია. 10 პაციენტი რჩება საყურადღებო, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი დამაკმაყოფილებელია. 18 წლამდე ასაკის 13 პაციენტია დადასტურებული დიაგნოზით. მიმდინარეობს მკურნალობა,"- განაცხადა სოლოღაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"