"ყველაფერი სხვაგვარად გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ აბსოლუტურად სხვაგვარად მოხდა"
ქორწინება კარანტინში
პანდემიის გამო, ცხოვრება თითქოს ერთფეროვანი გახდა, მოწოდების - "დარჩი სახლში" გათვალისწინება კი ჩვენი ცხოვრების წესად იქცა, თუმცა ასეთ სიტუაციაში, სამოდელო სააგენტო "კატრინის" მოდელმა - მარია მამუჩაშვილმა სერიოზული ნაბიჯი გადადგა: შეყვარებულთან 2-კვირიანი განშორების შემდეგ, სოციალური დისტანცია დაარღვია და გათხოვდა...
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
"უკვე სტანდარტულია, როცა ბიჭი გოგოს ხელს საზოგადოების თანდასწრებით სთხოვს. საამისოდ ხელსაყრელი სიტუაცია ბევრჯერ გვქონია - მაგალითად, როცა კონკურსზე გამიმარჯვია და იქ ბევრი ხალხი ყოფილა, მაგრამ ჩემს შეყვარებულს სიტუაციით არ უსარგებლია..."
"ჩემი მეორე ნახევარი ისეთი შეყვარებული არ ყოფილა, რომ რამეში შევეზღუდე: ყოველთვის ყველაფერში ხელს მიწყობდა. ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. შესაბამისად, ჩემს გათხოვებასთან დაკავშირებით, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელს პრობლემა არ ექნება..."
"იდეაში, ყველაფერი სხვაგვარად გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ აბსოლუტურად სხვაგვარად მოხდა. როცა ყველაფერი ჩაივლის, ისე მოვიქცევით, როგორც ნორმალური ადამიანები იქცევიან (იცინის). ახლა ნამდვიულად არტასტანდარტულ გარემოში დავოჯახდით და თაფლობის თვეც არასტანდარტულად მიმდინარეობს..."
ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ "გზის" 7 მაისის ნომერში წაიკითხავთ.
იხილეთ ასევე: "კორონამ ჩვენს სიყვარულს მაინც ვერაფერი დააკლო"
ეთო ყორღანაშვილი