"მამაჩემს დავურეკავდი - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა. ვეტყოდი - ვაქცინა მაქვს, რას გადაიხდი-მეთქი?"
სახელი, გვარი: გიორგი პავლიაშვილი.
ფსევდონიმი: Lმასტერი.
ასაკი: 31 წლის.
პროფესია (განათლება): იურისტი, ბიზნესმენი.
საქმე, რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეუძლია: მუსიკა, რეპი.
ამჟამინდელი საქმიანობა: წერს სიმღერებს, იწყებს სარესტორნო ბიზნესსს.
ცხოვრების დევიზი: "ესეც გაივლის".
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული მისი ინტერვიუდან:
"სიმღერა მაშინ ჩავწერეთ, როცა კაბუ ნიცაში იყო ანუ მე აქ ჩავწერე, მან - იქ. სიმღერის ჩაწერაზე კაბუ ასეთი მონდომებული არ მინახავს. ნიცაში გამგზავრებას და კლიპის გადაღებას ვაპირებდი, მაგრამ კაბუ საქართველოში ჩამოვიდა. ჯერ კარანტინშია, როგორც ვიცი. როგორც კი გამოვა, კლიპს გადავიღებთ..."
"მე და ჩემმა ძმაკაცმა, "მასტერშეფის" ფინალისტმა - გაგა ვარდანაძემ ბიზნესის წამოწყება გადავწყვიტეთ: უკვე 3 კვირაში ბურგერ ბარი უნდა გაგვეხსნა, მაგრამ ახლა საქმე გაჩერებულია - წარმოიდგინე, რა დღეში ვიქნები?!."
კითხვაზე, რას დათმობდა კორონავირუსის ვაქცინის სანაცვლოდ, რესპონდენტი პასუხობს: "ჯერ მამაჩემს დავურეკავდი - გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა. ვეტყოდი - ვაქცინა მაქვს, რას გადაიხდი-მეთქი (იცინის)?.. აუ, არ ვიცი, ძალიან ბევრ რამეს დავთმობდი, ოღონდ საყვარელ ადამიანს ნუ შემაწირინებ, დანარჩენი - პრობლემა არ არის... გააჩნია, თუ ეს ვირუსი ასე გააგრძელებს და ვაქცინის გარეშე ვერაფერს მოვახერხებთ, კარგი, აღარ ვიმღერებ, "ბაზარი" არ არის..."
ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ "გზის" 7 მაისის ნომერში წაიკითხავთ.
ეთო ყორღანაშვილი