"ცოცხალი თავით არ მიყვებოდა ექიმებს...2 სასწრაფო გაგვაბრუნებინა უკან" - ვის შესახებ წერს მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"ცოცხალი თავით არ მიყვებოდა ექიმებს...2 სასწრაფო გაგვაბრუნებინა უკან" - ვის შესახებ წერს მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში

მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, მუსიკოსის ბაბუა ბოლო რამდენიმე დღეა ავად იყო და ოჯახის წევრებს ექიმთან არ მიჰყვებოდა:

"მოკლედ ბაბუაჩემი არის ადამიანი რომელსაც არასოდეს არავისზე ცუდი არ უთქვამს ერთხელაც კი, აი არ ვიცი რანაირად მოახერხა მიზეზსაც, არ აძლევდნენ ალბათ იმდენად კეთილშობილი და პატიოსანი კაცია. ისე მოვიდა 90 წლამდე ექიმთან ნამყოფიც კი არ იყო... მთელი ცხოვრება იშრომა, სიგარეტიც არასოდეს მოუწევია, მაგრამ ყოველ დღე სვამდა 1 ჭიქა წითელ ღვინოს.  ხოო ჭადრაკში 1 ადამიანიც კი ვერ ნახა ვინც შეძლებდა მასთან მოგებას, მათ შორის ჩემპიონსაც შეხვედრია, ბებიაც იგივე ასაკის მყავს და 28 იანვარს მოიტეხა ფეხი, როცა ეზოს ალაგებდა, დიდი კატა გამოვარდა საიდანღაც გამოედო ფეხებში და წააქცია იმის მერე მყავს თბილისში ბებო, ხო და ვერ გაძლო ბაბუაჩემმა ჩამოაკითხა და იმდენი ინერვიულა რომ გუშინ წინ რომ არ შეგვემჩნია ჩუმად როგორ იკიდებდა გულზე ხელს, არც იტყოდა რომ ძალიან ტკიოდა გული, ეგრევე მივხვდი რომ ინფარქტი აქვს, გამოვიძახე სასწრაფო დადასტურდა დიდი ინფარქტი ., რომლებიც ეუნებოდნენ რომ 3 საათის  სიცოცლეც აღარ ჰქონდა დარჩენილი და მიუხედავად ამისა, მაინც უარზე იყო. აღარც მახსოვს რა გადავიტანეთ, 2 სასწრაფო გაგვაბრუნებინა უკან...შუქი ჩამიქრეთო და ნუ ბოლოს დავნებდით, მაგრამ ვიფიქრე ბოლოჯერ ვცდი დალაპარაკებას-თქო,შევედით მე და გვანცა, არ მახსოვს რა ვუთხარით და კარგიო წამოვალო, მოკლედ სასწაულით დავითანხმეთ. გაუკეთეს გადაუდებელი ოპერაცია, ექიმებმა გვითხრეს შეიძლება მაგიდაზე დარჩეს დიდი რისკებიაო. და მაინც გადავრჩით. ნეტავ ყველა ასე ერთგულად შეაბერდეს ერთმანეთს და არ შეეშინდეთ სიკვდილის, როდესაც საყვარელი ადამიანი ცუდად ჰყავთ. მადლობა ყველას იმ სურვილებისთვის რაც გუშინ გამომიგზავნეთ სიყვარული იმარჯვებს. მადლობა ჩაფიძის შეუდარებელ კლინიკას" - წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.

წყარო