კიდევ 9 გამოჯანმრთელებული და 3 ახალი დაინფიცირებული - სულ რამდენი დაინფიცირებულია ქვეყანაში?
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 626 - მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4702 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 459 პირი.
ინფორმაციისთვის, 626 ადამიანიდან 297 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.