თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ რამ გამოიწვია სასწრაფო დახმარების ექიმების კორონავირუსით დაინფიცირება
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, თუ რამ გამოიწვია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების კორონავირუსით დაინფიცირება.
როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ექიმების ინიფიცირებისგან დაცვის ერთ-ერთი გზაა, ყველა პაციენტი, როგორც კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა, ისე განიხილონ.
"სასწრაფოების ექიმების დაინფიცირების ნაწილი იმანაც გამოიწვია, რომ მათ ყოველთვის არ იცოდნენ, კოვიდიანთან მიდიოდნენ, თუ არაკოვიდიანთან. ჩვენი წარმატების საიდუმლო სწორედ ესაა, როცა რაღაც შეცდომას, ან რაღაც ხარვეზს, გაუთვალისწინებელს ნახულობენ, მყისიერი რეაქცია აქვთ. როგორც კი ნახეს, რომ სასწრაფოებმა რომელიღაც ავადმყოფთან არ დაიცვეს თავი ისე, როგორც იცავენ კოვიდიანებთან, მყისიერად მიიღეს ინსტრუქცია, რომ ყველა ავადმყოფი განიხილონ, როგორც კოვიდიანი. ეს იქნება ერთ-ერთი გზა ექიმების ინფიცირებისგან დაცვის", - განაცხადა ცერცვაძემ.