მამაკაცმა მეზობელი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა - მკვლელობა ლანჩხუთში
ლანჩუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია შუა ხნის მამაკაცი.
როგორც AMBEBI.GE წერს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკვლელობის ჩამდენმა პირმა თავი მოიკლა.
როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.