"ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა" - კვირის პალიტრა

"ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა"

"ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა",- ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა გადაცემა "დღის პოსტში"-ის ეთერში განაცხადა.

"28 თებერვალს დამიბარეს სამინისტროში და მითხრეს, რომ კოვიდინფექციის ცენტრად უნდა გადავკეთდეთ, ძალიან რთულია, აშენებული კლინიკის დანგრევა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ეს ქვეყანას სჭირდებოდა, გადავწყვიტეთ, პირველი გავმხდარიყავით ამ ბრძოლაში. გადავკეთდით კოვიდინფექციის ცენტრად – ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი შრომა, ნერვიულობა. ამ ინფექციაზე ბევრი გვქონდა წაკითხული, თუმცა როდესაც პირველი პაციენტი მივიღეთ, არ ნიშნავდა, რომ ჩვენ ეს ვიცოდით. პირველმა პაციენტმა, რომელიც 10 მარტს შემოვიდა, თავიდან ბოლომდე დაგვაბნია, მაგრამ დღეს დავწყნარდით, მოვლაც ვისწავლეთ, მკურნალობაც და ტაქტიკაც. ასე რომ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე სხვა ქვეყნებსაც ვუზიარებთ გამოცდილებას. ჩვენმა კლინიკამ ამ დრომდე 150 პაციენტი გაატარა. ამ ეტაპზე, ომი მოვიგეთ", – აღნიშნა ლევან რატიანმა.