"500-ლარიანი ჯარიმა რომ არის საავადმყოფოს ეზოში სიგარეტის მოწევაზე, იცი, გამოვიძახო პატრული?" - რა მოხდა ლევან რატიანის ბრიფინგზე? - კვირის პალიტრა

"500-ლარიანი ჯარიმა რომ არის საავადმყოფოს ეზოში სიგარეტის მოწევაზე, იცი, გამოვიძახო პატრული?" - რა მოხდა ლევან რატიანის ბრიფინგზე?

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო 24 საათში კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ცხრა პაციენტმა დატოვა.

"ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 68 პაციენტი გვყავს. მათგან კოვიდინფიცირებული არის 52 პაციენტი. ყველაზე ცოტა. დინამიკა მკვეთრად არის კლებისკენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენი კლინიკიდან გაეწერა ცხრა გამოჯანმრთელებული პაციენტი. ახალი შემტხვევა ბოლო რამდენიმე დღეა არ მიგვიღია და ესეც გვახარებს...

"რეანიმაციაში გვყავს სამი პაციენტი, ერთი სპონტანურ სუნთქვაზეა, ორი გამარტივებულ ფილტვის ვენტილაციაზე დადებითი დინამიკით. ამ პაციენტებთან არც ერთთან კოვიდინფექცია არ დასტურდება. განყოფილებაში არსებული პაციენტების მდგომარეობა ყველას სტაბილურია, ველოდებით ტესტირების შედეგებს დღის მეორე ნახევარში და კიდევ რამდენიმე პაციენტი დატოვებს კლინიკას", – განაცხადა რატიანმა.

ტრადიციული ბრიფინგის დაწყებამდე კი რატიანმა ერთ-ერთ პირს, რომელიც კლინიკის ეზოში სიგარეტს ეწეოდა, ასე მიმართა: "500-ლარიანი ჯარიმა რომ არის საავადმყოფოს ეზოში სიგარეტის მოწევაზე იცი, გამოვიძახო პატრული? ამიტომ ჩააქრეთ ახლა".

იხილეთ ასევე: "მიხარია, რომ ლევანი გაჰყვა ბაბუის, მამაჩემის კვალს" - ვინ იყო ლევან რატიანის ბაბუა?

იხილეთ ვიდეო