ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-11 პაციენტი
კორონავირუსით გარდაცვლილი მამაკაცი 81 წლისაა და ის ბათუმის "მედალფაში" მკურნალობდა. გარდაცვლილი მამაკაცი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ექიმების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღე მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.
მანამდე კი კორონავირუსმა 81 წლის მამაკაცის ცოლი იმსხვერპლა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 4769 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 414 პირი.
"ინტერპრესნიუსი"